logo
ENG



გენშტაბი: რუსები ხერსონის ოლქის დასახლებებს ბომბავენ, რათა მოსახლეობას "ევაკუაცია" აიძულონ

01 იან 202321:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/01/jnjm7fzwuuuzswd.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები ხერსონის ოლქის ოკუპირებულ დასახლებებს ბომბავენ, რათა ჰუმანიტარული ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და მშვიდობიან მოსახლეობას "ნებაყოფლობითი ევაკუაცია" აიძულონ.

მათივე ინფორმაციით, ოკუპანტები ხერსონის რეგიონში გადაჯგუფებისთვის ემზადებიან, ამასთან თავს იცავენ ორი - ნოვოპავლოვსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ამის შესახებ გენშტაბი ახალ განცხადებას ავრცელებს.

უწყება, ასევე, ამბობს, რომ ოკუპანტები ბახმუტის ტერიტორიაზე შეტევების მცდელობებს აგრძელებენ და პარალელურად, ტაქტიკური პოზიციების გამაგრებას ცდილობენ როგორც კუპიანსკში, ასევე, ლიმანში.

გენშტაბიც ცნობით, დღის განმავლობაში ოკუპანტებმა 35 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, კერძოდ, გამოიყენეს ირანული დრონები - მათგან უკრაინელებმა ყველა ჩამოაგდეს. რუსმა ოკუპანტებმა ასევე გაისროლეს 16 რაკეტა რამდენიმე სადგურიდან, მათ შორის, ქალაქ ხერსონის ბავშვთა საავადმყოფოს მიმართულებით.

პირველ იანვარს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა - 3. რუსებმა უკრაინა დაბომბეს 31 დეკემბერსა და ახალი წლის ღამესაც - შედეგად 50 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 2 დაიღუპა. ერთი ადამიანი დაღუპა ხერსონში, ხოლო მეორე - კიევში. ყველაზე მეტი - 22 დაჭრილი კიევიდანაა.

დაჭრილები არიან უკრაინის სხვა რეგიონებიდანაც: დნეპროპეტროვსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, მიკოლაევი, ხარკივი, ხერსონი, ხმელნიცკი. დილით ასევე ხმელნიცკის ოლქში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში 22 წლის ქალი გარდაიცვალა.


close დახურვა